სუბსპეციალობის პროგრამები

საექიმო სუბსპეციალობა არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმი-სპეციალისტის დამატებითი კომპეტენცია, რომელიც გულისხმობს პროფილაქტიკური, სადიაგნოზო, სამკურნალო ან სარეაბილიტაციო ტექნოლოგიის ან მეთოდის ფლობას, ან რომელიმე ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების მართვას და რომლის დასაუფლებლად აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სათანადო პროგრამის გავლა;
სუბსპეციალობის პროგრამის გავლა შესაძლებელია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებულ დაწესებულებაში.
სუბსპეციალობაში მზადების კურსის გავლის და სუბსპეციალობის მოწმობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ექიმ-სპეციალისტებს, რომელთა სპეციალობასაც შეესაბამება მოცემული სუბსპეციალობა. 
საექიმო სპეციალობის და შესაბამისი სუბსპეციალობების ნუსხა განისაზღვრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით (#136/ნ 2007 წლის 18 აპრილი)

პროგრამების ჩამონათვალი