მომიჯნავე სპეციალობებში გადამზადება

მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში გადამზადება ხორციელდება რეზიდენტურის შემოკლებული კურსის გავლის გზით. მომიჯნავე საექიმო სპეციალობების ნუსხა განისაზღვრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით (#136/ნ 2007 წლის 18 აპრილი)

ექიმებს, რომელბსაც აქვთ 5 წელზე მეტი კლინიკური საქმიანობის სტაჟი, უნდა გაიარონ მზადება, ინდივიდუალური პროგრამით, რომელსაც ამტკიცებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული პროფესიული განვითარების საბჭო სარეზიდენტო პროგრამის ავტორის რეკომენდაციის საფუძველზე. გამონაკლისს წარმოადგენს სამი სპეციალობა, რომლებშიც მზადება მიმდინარეობს დამტკიცებული, აკრედიტებული გადამზადების პროგრამებით – „საოჯახო მედიცინი“, „გადაუდებელი მედიცინა“ და  „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ (გადაუდებელი მედიცინის და ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის შემთხვევაში საკმარისია 3 წლის კლინიკური სტაჟი).

5 წელზე ნაკლები საექიმო სტაჟის შემთხვევაში მაძიბელმა უნდა გაიაროს სარეზიდენტო პროგრამის მხოლოდ  ის  ნაწილი  (მოდულები), რომელიც არ შედის იმ საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამაში, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც  მას უკვე აქვს.

პროგრამის გავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

5 წელზე მეტი კლინიკური სტაჟის შემთხვევაში:
1. პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური პროგრამის დამტკიცების შესახებ;
2. სარეზიდენტო პროგრამის ავტორის მიერ შედგენილი პროგრამა/რეკომენდაცია;
3. სახელმწიფო სერტიფიკატი;
4. პირადობის მოწმობა;
5. ცნობა სამსახურიდან:
6. დიპლომი;


5 წელზე ნაკლები  კლინიკური სტაჟის შემთხვევაში:
1. სარეზიდენტო პროგრამის ავტორის/ხელმძღვანელის მიერ შედგენილი პროგრამა (განსხვავებული მოდულების ჩამონათვალი);
2. სახელმწიფო სერტიფიკატი;
3. პირადობის მოწმობა;
4. ცნობა სამსახურიდან:
5. დიპლომი;



სამ წელზე მეტი წლის სტაჟის წყვეტის შემთხვევაში გადამზადების გავლა შესაძლებელია, მხოლოდ პროფესიული რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, შემდეგი სქემით: 3-5 წლამდე სტაჟის წყვეტის შემთხვევაში უნდა გაიაროს 1 თვიანი პროფესიული რეაბილიტაცია, 5-10 წლამდე  - 2 თვიანი პროფესიული რეაბილიტაცია, 10 წელზე მეტი - 5 თვიანი პროფესიული რეაბილიტაცია.