დეკანის გზავნილი

ძვირფასო მეგობრებო,

თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ვებ-გვერდს.
მაქვს პატივი, როგორც ფაკულტეტის დეკანს, შემოგთავაზოთ ფართო ინფორმაცია ჩვენი ფაკულტეტის შესახებ.
გვესმის, რომ ჯანდაცვის თანამედროვე გამოწვევები ჩვენგან მეტ შემოქმედებითობას და ინტერდისციპლინური პრობლემების გადაწყვეტას მოითხოვს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა – მოვამზადოთ კომპეტენტური და სრულფასოვანი ექიმები, ამასთანავე ჭეშმარიტების მაძიებელი მკვლევარები. ჩვენი ფაკულტეტი გულმოდგინედ არჩევს აპლიკანტებს და ხელს უწყობს მათი ინტელექტური შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების და მოტივაციის მაქსიმალურად გამოვლენაა როგორც დიპლომამდელი, ასევე დიპლომისშემდგომი განათლებისა და მთელი შემდგომი პროფესიული კარიერის განმავლობაში.
ჩვენ დიდად ვაფასებთ და ვითვალისწინებთ მომავალ ექიმთა გულწრფელ სურვილს, დაავადებების პრევენციითა და მკურნალობით გააუმჯობესონ ადამიანთა ცხოვრების ხარისხი. ჩვენი სტუდენტები, ასევე, აფასებენ ფაკულტეტზე არსებულ კოლეგიალურ ატმოსფეროს, რაც ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებას და პროფესიული უნარების ჩამოყალიბება-განვითარებას.
გაეცანით ჩვენს ვებ-გვერდს და სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
თუ ჩვენთან სწავლას გადაწყვეტთ, დარწმუნდებით, რომ ეს თქვენს მიერ გაკეთებული საუკეთესო არჩევანი იქნება.
ვიმედოვნებთ, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ 21–ე საუკუნეში გავაუმჯობესებთ ჯანდაცვის სისტემას.

 
პატივისცემით,
ფაკულტეტის დეკანი
პროფესორი, თინათინ ჩიქოვანი