უნივერსიტეტის მისია, ხედვა, ღირებულებები

უნივერსიტეტის მისია
 
სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის – თითქმის  ცხრა ათეულწლიანი ისტორიის მქონე ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების -  მისიაა:


ხედვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლება, კვლევა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა ურთიერთისგან განუყოფელია.  

უმაღლესი სამედიცინო განათლების კონტინიუმის პრინციპი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უზრუნველყოფილია დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი, სარეზიდენტო და უწყვეტი პროფესიული განვითარების, სამედიცინო და პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ფართომასშტაბური მოქმედებით. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს განსხვავებული საჭიროებების სტუდენტზე ორიენტირებულ და  მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობებს.

თსსუ–ში ფუნდამენტური და კლინიკური მეცნიერებების სწავლება და კვლევა  ქართულ-, ინგლისურ- და რუსულენოვანი აკადემიური დიპლომამდელი (საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი), სამაგისტრო, სადოქტორო და დიპლომისშემდგომი განვითარების, ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით  საქართველოს და 83 ქვეყნის მოქალაქეებთან მიმდინარეობს კონკურენტული საერთაშორისო სამედიცინო განათლებისათვის აუცილებელი ძირითადი მიმართულებებით: დარგობრივი აკადემიური ცოდნა, ინფორმაციის მართვა, კლინიკური აზროვნება, პრაქტიკული და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის ლიდერი საქართველოში და მომავალში კვლავაც გააძლიერებს თავის ლიდერულ პოზიციას, როგორც  სამედიცინო განათლებისა და კვლევის საერთაშორისოდ აღიარებული კერა ქვეყანასა  და კავკასიის რეგიონში.

ღირებულებები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მიერ გაზიარებული ღირებულებებია: