ცხადდება კონკურსი თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის რეზიდენტებისთვის მობილობის პროგრამის გასავლელად სასარის უნივერსიტეტში, იტალია

ერაზმუს +  საგრანტო კონკურსი 

სასარის უნივერსიტეტში, იტალია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო  ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსსუ სტომატოლოგიის ფაკულტეტის რეზიდენტებისათვის  მობილობის პროგრამის გასავლელად სასარის უნივერსიტეტში, იტალია. 

სტიპენდიის ხანგრძლივობა:  5 თვე (შემოდგომის სემესტრი);

 მობილობა დაიწყება შემოდგომაზე. მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება და  ყოველთვიური სტიპენდია).

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი) და სასარის უნივერსიტეტის ერაზმუს + კოორდინატორი.

გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). 

დაინტერესებული პირები ა/წ 12 ოქტომბერს, პარასკევს   17 საათზე  უნდა გამოცხადნენ თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის 418 ოთახში და გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:  erasmus@tsmu.edu ან  nkandelaki@hotmail.com

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი

ცნობა რეზიდენტის  სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი )

ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე  GPA-ის მითითებით)

CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, (არაუმეტეს ორი გვერდისა)

მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)

ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);

ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.