გაერთიანებული სკოლა-სემინარი დიალიზში მომუშავე პერსონალისთვის, ექთნებისა და ექიმებისთვის

პირველად საქართველოში 

2018 წლის 15-16-17 ოქტემბერს   ჩატარდება დიალიზში მომუშავე პერსონალის, ექთნების და ექიმების გაერთიანებული სკოლა-სემინარი. 

კურსს წაიკითხავენ საერთაშორისო სპიკერები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ექთნის როლის მნიშვნელობას ნეფროლოგიურ პაციენტთა მომსახურების პროცესში. სკოლა - სემინარის სასწავლო მასალა ეყრდნობა ევროპისა და ამერიკის გაიდლაინებს და პროტოკოლებს, ასვე საერთაშორისო სტანდარტებს დიალიზით მომსახურების საკითხებში. 

პროგრამაში  ჩართულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების დემონსტრირება, რომელიც ჩატარდება მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ნეფროლოგიურ დეპარტამენტში. 

ორგანიზატორები: 
საერთაშორისო ნეფროლოგიური საზოგადოება (ISN)
საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირი (DNT union)

პროგრამის მიზანი: 
გაფართოვდეს დიალიზში მომუშავე პერსონალის, განსაკუთრებით ექთნების თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
სკოლა-სემინარი დიალიზის ექთნის სკოლის დაარსების პირველი ნაბიჯია, რასაც მოყვება 2019 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პოსტდიპლომურ სწავლებაში ექთნებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების კურსის ორგანიზება, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს დიალიზის ექთნის პროფესიონალიზმს. 


იხილეთ პროგრამა