თამარ ნიკურაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2018 წლის 4 დეკემბერს 17:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას ქ.№33) სააქტო დარბაზში შედგება თამარ ნიკურაძის სადისერტაციო ნაშრომის „გენეტიკური დარღვევების ალგორითმი ხორხის სიმსივნის მქონე პაციენტებში სხივური თერაპიის გვერდითი ეფექტების პროგნოზისთვის“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად (სამეცნიერო ხელმძღვანელები: ალა ზედგინიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოთარ ურუშაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ექსპერტები: რემა ღვამიჩავა – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გრიგოლ ნემსაძე – მედიცინის აკადემიური დოქტორი; ნინო ფირცხელანი – მედიცინის აკადემიური დოქტორი).