თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შშმ პირთა ცეკვის, სიმღერისა და ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალი „ივერია ბრილიანტი“ გაიმართება

2018 წლის 10 ნოემბერს 16:00 საათზე „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“ ორგანიზებით და  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, თსსუ-ის  „თეატრალურ დარბაზში“  გაიმართება შშმ პირთა ცეკვის, სიმღერისა და ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალი „ივერია ბრილიანტი“.

ფესტივალში საქართველოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ათამდე ქვეყანა:  უკრაინა, პოლონეთი, ისრაელი, თურქმენეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ინგუშეთი, ჩეჩნეთი, თურქეთი, ირანი და ეგვიპტე. 

ფესტივალის მთავარი მიზანია შშმ პირთა სრული ჩართულობა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და განვითარება. 

ფესტივალი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით.