დიაბეტის მსოფლიო დღე თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

2018 წლის 14 ნოემბერს 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში დიაბეტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, კლინიკისთვის ტრადიციად ქცეული ღონისძიება გაიმართება.

დამსწრე საზოგადოება მოისმენს ლექციას დიაბეტთან დაკავშირებით, სადაც განიხილება დაავადებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და მკურნალობის სიახლეები.

ღონისძიებაზე დიაბეტის მქონე ბავშვებს და მოზარდებს შორის საპატიო ნომინანტი - „ყველაზე მოწესრიგებული პაციენტი-2018“ გამოვლინდება.  პაციენტებს   გადეცემათ  სიგელები და  სამახსოვრო საჩუქრები.

ღონისძიება დასრულდება სადღესასწაულო ფრანებისა და ბუშტების ცაში გაშვებით, რაც იმის აღმნიშვნელია, რომ თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკა უერთდება ამ დღეს.