შეხვედრა დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან

2018 წლის 7 დეკემბერს 15:00 სთ-ხრ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დეა ვადაჭკორია შეხვედრას გამართავენ  პროგრამის სტუდენტებთან.  

შეხვედრაზე განიხილება უნივერსიტეტში აკადემიური პროცესის მიმდინარეობისა და ადმინისტრირების საკითხები.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ,,საბჭოების დარბაზი“.