ანა არჩვაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2019 წლის 5 თებერვალს 16:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის სადისერტაციო დარბაზში შედგება ანა არჩვაძის სადისერტაციო ნაშრომის „ალისკირენის გამოყენების კლინიკო–ფარმაკოლოგიური საფუძვლები პერიფერიული ნეიროპათიით გართულებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში“ საჯარო დაცვა, მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:  

ალექსანდრე ქისტაური – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; 

ექსპერტები:

მაია ოკუჯავა – თსსუ–ის ფარმაკოთერაპიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;  ომარ სამუშია –   თსსუ–ის ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; ვერა კაპეტივაძე – თსსუ–ის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

მის: ვაჟა–ფშაველას გამზ. №33, I სართული, სადისერტაციო დარბაზი