დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები გრიპის სეზონურ გავრცელებასთან დაკავშირებით

გრიპი, სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას. 

გრიპის ვირუსის 4 ტიპი არსებობს: A  (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B ,  C და D . B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას. D ტიპი აავადებს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და ადამიანთა დაავადებას არ იწვევს.

გრიპის სიმპტომები იწყება უეცრად და გრძელდება რამოდენიმე დღიდან კვირამდე. ძირითადი სიმპტომებია: ცხელება და შემცივნება, ხველა, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა.

ინფექციის გავრცელების მიზეზად მიიჩნევა დაავადებული ადამიანი, რომელიც ხველის, ცემინების და ლაპარაკის დროს ვირუსს ავრცელებს 1,5 მეტრის რადიუსში.

გრიპით გამოწვეული სერიოზული გართულებების რისკი იზრდება ისეთი ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის პრობლემების არსებობისას, როგორიცაა:

უკიდურესი სიმსუქნე, ასთმა, ღვიძლის ქრონიკული დაავადება, ასპირინით ხანგრძლივი თერაპია ბავშვებში, თირკმლის ქრონიკული დაავადება, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, გულის პრობლემები, დიაბეტი, ნევროლოგიური პრობლემები და ნეირო-ფსიქიკური განვითარების დარღვევები.

გთხოვთ, იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შემდეგი რეკომენდაციები:

გრიპი

რეკომენდაციები

რეკომენდაციები საზოგადოებას გრიპის სეზონურ გავრცელებასთან დაკავშირებით