სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

2019 წლის 15 თებერვალს დანიშნულია თსსუ-ის აკადემიურ საბჭოში მედიცინის ფაკულტეტიდან  და მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტიდან წარმომადგენლების არჩევნები.

არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მედიცინის ფაკულტეტისა და მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და, ამავე ფაკულტეტების საბჭოს წევრი სტუდენტები.

არჩევნები ჩატარდება 2019 წლის 15 თებერვალს, პარასკევს 07:30 საათიდან და დასრულდება 17:00  საათზე. 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, საბჭოების სხდომათა დარბაზი.