საზაფხულო სტაჟირება ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებისთვის (V-VIII სემესტრის) ცხადდება კონკურსი საზაფხულო სტაჟირებისთვის ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 15.07.19 - 15.10.19

სტაჟირების პერიოდში სტუდენტების საცხოვრებლისა და კვების ხარჯი დაფარული იქნება გერმანული მხარის მიერ.

რეგისტრაციის ვადაა:   20.03.19 - მდე.

ტესტირება გაიმართება   23.03.19,  დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (A5),

მისამართი: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა N83 ა.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიმართეთ თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს (ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N.418, ტელ.: 254 24 50).

Facebook: Oldenburg Sommer 2019

https://www.facebook.com/groups/1002440456613603/