სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტიდან სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ

თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2019 წლის 13 მარტის  №23/3 გადაწყვეტილების საფუძველზე, წარმომადგენლობით საბჭოში მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტიდან სტუდენტთა 2 წარმომადგენლის ვაკანტურ ადგილზე, 2019  წლის 2 აპრილს დაინიშნა არჩევნები. 

მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანატიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ.                    

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 14 მარტს და დასრულდება  2019 წლის 18 მარტს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე,  12.00  საათიდან   17.00 საათამდე  (კვირის გარდა).

მის. ვაჟა-ფშაველას  გამზ.,33ა ,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი  207.   ტელ. 2 542443