სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი

15 მარტი 2019 წელი

16:00 საათი

1. ინფორმაცია სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების აკრედიტაციისათვის  მზადებასთან დაკავშირებით (მომხს. - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი). 10 წთ.

2. პროფესორ ლეონარდ აზამფირეისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის სტატუსის მინიჭების შესახებ  (მომხს. -  მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი). 10 წთ.

3. პროფესორ დანიელ ვესტისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის სტატუსის მინიჭების შესახებ  (მომხს. - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი). 10 წთ.

4. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. - დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ქეთევან ებრალიძე). 5 წთ.

5. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურაში პროფესიული მზადების და შეფასების წესში დამატების შეტანის შესახებ (მომხს. - დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ქეთევან ებრალიძე). 5 წთ.

6. სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის და ბოტანიკის მიმართულების თანამშრომლების მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს „ფარმაკოგნოზიის პრაქტიკული კურსი“ დამტკიცების შესახებ (მომხს. - ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი). 5 წთ.

7. სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებული, ნებადართული ნათარგმნი სახელმძღვანელოს „ფარმაცევტული ზრუნვა (ფარმაცევტული პრაქტიკის განვითარება)“ დამტკიცების შესახებ  (მომხს. - ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი). 5 წთ.

8. ინფორმაცია „ერაზმუს +“-ის პროექტების შესახებ (მომხს. - „ერაზმუს +“ ოფისის ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი). 15 წთ.

9. სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ რიმა ბერიაშვილის მივლინების ანგარიში კარდიფის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) (მომხს. - ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი). 15 წთ.


სხვადასხვა: