2019 წლის 18-21 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, დერმატოლოგი ოლე მარტინ რორდამი (ტროდჰეიმი, ნორვეგია) ეწვევა.
დრ. რორდამი წაიკითხავს ლექციას თსსუ-ის სტუდენტებისთვის და რეზიდენტებისთვის. ასევე, ჩაატარებს კონსულტაციებს და ოპერაციებს თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.