თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ იგეგმება ,,მე-5 სამედიცინო სასწავლო კონფერენცია - 5th Medical Teaching Conference [MTC]". მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, ბიომედიცინის და სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს.
• ღონისძიება გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ადმინისტრაციულ კორპუსში არსებულ ,,სადისერტაციო დარბაზში"
• სასურველია მოხსენება შეეხებოდეს მედიცინის უახლეს მიღწევებს, მკურნალობის ახალ მეთოდებს და ა.შ.
• მოხსენების ენა - ქართული
• პრეზენტაცია უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ მოხსენების სახით (პოსტერული ნამუშევრები არ მიიღება)
• ერთ მოხსენებაზე მუშაობა შეუძლია მაქსიმუმ ორ სტუდენტს
• მოხსენებას წარადგენს მხოლოდ ერთი სტუდენტი
• სექციურ სხდომაზე მოხსენების ხანგრძლივობაა 7 წუთი. გათვალისწინებულია დამატებითი დრო შეკითხვებისა და დისკუსიისთვის (2-3 წთ.)
• თითოეული მონაწილე დაჯილდოვდება მონაწილის სერტიფიკატით
• ჟიურის მიერ დასახელდება სამი საუკეთესო მოხსენება
• ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Powerpoint 2007-2010-ში, რომელიც უნდა აიტვირთოს სარეგისტრაციო ფორმაში რეგისტრაციის გავლისას
• მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე:
• რეგისტრაციის ბოლო ვადა - 27 აპრილი!
• გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე