კონფერენცია - შინაგანი სნეულებების მართვის აქტუალური საკითხები

საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის  თაოსნობით,  2019 წ 17-18 მაისს , ჩატარდება ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ევროპის რეგიონალური კონგრესი თემაზე „შინაგანი სნეულებების მართვის აქტუალური საკითხები“.  

კონგრესზე მოხსენებით  წარსდგებიან  ცნობილი ქართველი და გერმანელი მომხსენებლები. მოხსენებები შეეხება შინაგან დაავადებათა მართვის თანამედროვე მეთოდებს. 

 კონგრესის მონაწილეები მიიღებენ უწყვეტი სამედიცინო განათლების  კრედიტ ქულებს.

ღონისძიების საზეიმო  გახსნა ჩატარდება  2019წ  17 მაისს, თბილისის რიტუალების სასახლეში.

მეორე დღის სესია ჩატარდება -18 მაისს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.  

მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზ N 33

იხილეთ პროგრამა: