საერთაშორისო კონგრესი - ჯანმრთელობა და ეკოლოგია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემია და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია 2019 წლის  4-6 ოქტომბერს  ხონში ატარებს საერთაშორისო კონგრესს ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია”,  რომელიც ეძღვნება საქართველოში ტურიზმის განვითარების სამედიცინო ასპექტებს. 

კონგრესი იმუშავებს  შემდეგი მიმართულებებით:

1. ჯანმრთელობა და ეკოლოგიური ფაქტორები;

2. ტურიზმი, ეკოტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი;

3. ეკოლოგიური აზროვნება და ცნობიერება, ექსტრასენსორიკა;

4. სკოლა სემინარი ,,გარემოს ჯანმრთელობა”.

კონგრესის მასალები გამოქვეყნდება  ჟურნალში ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა ”.

რეგისტრაცია და სტატიების წარმოდგენა  შესაძლებელია თსსუ  “ჯანმრთელობის ხელშეწყობის” დეპარტმენტში - 1 ივნისიდან  16 სექტემბრამდე, პროფესორ ბიძინა  ზურაშვილთან (თსსუ I კორპუსი, IV სართული).

სარეგისტრაციო თანხა  - 50 ლარი.

კონგრესის მონაწილეთა განთავსება დაგეგმილია ხონში არსებულ სასტუმროში, აქვე ჩატარდება სამეცნიერო სხდომები.

საკონტაქტო ნომრები:   593 92 71 11;  599 92 14 88.