,,ერასმუს +’’ პროგრამის ფარგლებში თსსუ–ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს საგრანტო კონკურსს ჩესტერის უნივერსიტეტში (University of Chester), დიდი ბრიტანეთი მობილობის მოსაპოვებლად.
მობილობის ხანგრძლივობა: რეზიდენტები/მაგისტრანტები - 5 თვე; დოქტორანტები- 10 თვე.
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე –(ორმხრივი მგზავრობის ანაზღაურება და ყოველთვიური სტიპენდია).
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება და გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან იწარმოებს თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ა/წ 25 ივლისს, 16:00 სთ–ზე (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის N 418 ოთახი);
შერჩეულ პირებთან მოხდება SKYPE -გასაუბრება, რომელსაც ჩაატარებს ჩესტერის უნივერსიტეტის კოორდინატორი;
სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) უნდა გაიგზვნოს ერაზმუსის ინსტიტუციური კოორდინატორის ნინო კანდელაკის ელექტრონულ მისამართზე– n.kandelaki@tsmu.edu
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1. პასპორტი;
2. ცნობა რეზიდენტის/მაგისტრანტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი);
3. CV(ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდი);
4. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდი);
5. ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (IELTS, ჯამური ქულა არანაკლებ 6,5-ისა, ცალკეულ კომპონენტში შეფასება - სულ მცირე 5,5);
6. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიბმული ფაილი); მიაქციეთ ყურადღება, რომ შესაძლებელია მინიმუმ 3, ხოლო მაქსიმუმ-4 მოდულის არჩევა.