მთავარი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) ავტონომიური  დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო, სამეცნიერო  და სამედიცინო-კლინიკური საქმიანობის წარმართვა. 
ამ კუთხით, თსსუ ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომლის  მფლობელობაშია 6 საუნივერსიტეტო კლინიკა:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა საუნივერსიტეტო კლინიკა მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილიანი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელთა მთავარი პრიორიტეტია სტუდენტების პრაქტიკული სწავლება  სამედიცინო  საქმიანობაში მათი მონაწილეობით იმ ხარისხით, რასაც განსაზღვრავს მათი აკადემიური მომზადების საფეხური, ცოდნა და უნარები. აღნიშნული წარმოუდგენელია მაღალი სტანდარტის სამედიცინო და საგანმანათლებლო ბაზების გარეშე; უშუალოდ პაციენტის საწოლთან/სავარძელთან სწავლა-სწავლების და კვლევის  მაღალი ხარისხი და კლინიკური საქმიანობა თანამედროვე, მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული სტანდარტებით, მთლიანობაში, თსსუ-ის კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ დიპლომის  შემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების   საპასუხისმგებლო პროცესში და ჩამოყალიბდნენ ღირსეულ, კვალიფიციურ და კონკურენტუნარიან სპეციალისტებად.