მოკლე ისტორია

ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მიმდინარე რთულმა და მრავალეტაპიანმა რეორგანიზაციის პროცესმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკური დარგის ორგანიზაციული სტრუქტურების ჩამოყალიბების აუცილებლობა განაპირობა, რაც საკუთარი კლინიკური ქსელის შექმნას უკავშირდება. სამედიცინო უნივერსიტეტში ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა კლინიკური საქმიანობის განვითარებას. უმაღლესი სამედიცინო სკოლის ამ უმნიშვნელოვანეს სექტორს უნივერსიტეტში წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ ვიცე-რექტორები, პროფესორები და  სამედიცინო საქმიანობის ორგანიზატორები: დავით საყვარელიძე, ნოდარ  ემუხვარი, გიორგი აბესაძე, ირაკლი კოხრეიძე, ასევე, კლინიკური მუშაობის სამმართველოს ხელმძღვანელობდნენ მამუკა ქაცარავა, იუსტინე  არველაძე და სხვანი.