ისტორია

თსსუ სპორტის ცენტრს – ფიზიკური კულტურის სახელწოდებით, სადოცენტო კურსს, საფუძველი ჩაეყარა 1929 წელს და მისი წარმართვა დაევალა სოციალური ჰიგიენის კათედრას. 1931 წელს კურსი ჩამოყალიბდა ფიზიკური აღზრდის კათედრად და მას გადაეცა საექიმო კონტროლის კურსი. 1942 წელს ფიზიკური აღზრდა, როგორც სავალდებულო საგანი გადაეცა სამხედრო – სანიტარიულ კათედრას, საექიმო კონტროლი კი - ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას. 1947 წელს კვლავ იქმნება კათედრა ფიზიკური აღზრდისა და საექიმო ფიზიკური კულტურის სახელწოდებით. კათედრას ხელძღვანელობდა ექიმი – პროფესორი გიორგი მღებრიშვილი. 1968-73 წლებში კათედრას განაგებდა პროფესორი რომანოზ სვანიშვილი. 1973-77 წლებში კი - დოცენტი ვლადიმერ სამსონაძე. 1977-2000 წ.წ. ფიზიკური არზრდისა და სპორტის კათედრას განაგებდა დოცენტი ჰენრიხ დოლიძე. 2000-2005 წლებში - დოცენტი ზაურ ფხალაძე. 2000 წელს, სპორტული დეპარტამენტის ინიციატივით და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, ზაურ ფხალაძის ხელმძღვანელობით, შეიქმნა მაღალ კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული თსსუ “კომპლექსური სპორტული სკოლა”. დირექტორად დაინიშნა დოცენტი ჰენრიხ დოლიძე. კომპლექსურმა სპორტულმა სკოლამ ფუნქციონირება შეწყვიტა 2006 წელს. 2005 წლის დეკემბრიდან “უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ,,ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო სისტემის ფართო მასშტაბიანი რეფორმების და ბოლონიის პროცესის ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად”, რექტორის ბრძანების საფუძველზე, გაერთიანდა - სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრები. გაერთიანებულ სტრუქტურას ეწოდა სამედიცინო რეაბილიტაციის, სპორტული მედიცინის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფესორი ნაირა ჭაბაშვილი.

2006 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა სპორტის ცენტრი, რომლის დირექტორად დაინიშნა კახა ჭუმბურიძე. ამავე წელსვე მოხდა კულტურის ცენტრისა და სპორტის ცენტრის გაერთიანება: შეიქმნა თსსუ – ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრი. დირექტორად დაინიშნა კახა ჭუმბურიძე,  2008 - 2010 წ.წ. სპორტისა და ხელოვნების ცენტრს ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ მახვილაძე. 2010 წლიდან კი სპორტისა და ხელოვნების ცენტრს  ხელმძღვანელობდა  აკადემიური დოქტორი ზაურ ფხალაძე, მოადგილედ ბადრი მაჭავარიანი, 2018 წელს მოხდა სპორტისა და ხელოვნების ცენტრის გაყოფა, სპორტის ცენტრის დირექტორად დაინიშნა ზაურ ფხალაძე, კულტურის ცენტრის დირექტორად კი ბადრი მაჭავარიანი.

სპორტის ცენტრის სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა - სპორტული მიღწევები 

სპორტის ცენტრს განაგებს პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი , ,,საქართველოს და ქარიშხალას ყოფილი (1965-73)  ნაკრები გუნდის წევრი’’ ზაურ ფხალაძე,  რომელსაც გამოქვეყნებული აქვს  48 სამეცნიერო ნაშრომი , ორი მეთოდური სახელმძღვანელო და სამი მონოგრაფია. 

თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში და შემდგომ 1992 წლიდან უნივერსიტეტის კედლებში აღიზარდნენ: მრავალ გზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში – მაია ჩიბურდანიძე; მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები: მძლეოსნობაში – ვარდო ქუთათელაძე, ცურვაში – თინათინ ლეკვეიშვილი, სასტენდო სროლაში – გია შენგელია; ევროპის ახალგაზღდული ჩემპიონატის გამარჯვებულები ფარიკაობაში, სერგი ანდრიაძე და მანანა კეკელია. ყოფილი საკავშირო ჩემპიონები და ოლიმპიური ნაკრების წევრები: სპორტულ ტანვარჯიშში – დონარა ჯანუყაშვილი, სპორტულ სროლაში პისტოლეტიდან – მარლენ პაპავა, მშვილდოსნობაში – ვადიმ რეშეტოვი; ევერესტის ერთერთი დამპღრყობელი, ალპინისტი – ზურაბ ასტახაშვილი, საერთაშორისო კლასის ოსტატები ჭადრაკში – დავით ლობჟანიძე, ჩოგბურთში – ივანე პერეგულოვი მძლეოსნობაში – ალექსანდრე სგრებრიანი, სპორტულ ტანვარჯიშში – მარინა ჩაჩხიანი და მანანა დავითაშვილი, შაშში – მაია მოსიძე. საკავშირო ოსტატთა “ა” კლასის პირველობის მონაწილეები და პრიზიორები იყვნენ: რაგბში – ზურაბ ხარშილაძე და ავთანდილ ღიბრაძე, ხელბურთში – თენგიზ გაზდელიანი და გიორგი აბესაძე, კალათბურთში – ალექსანდრე კილაძე, ვაჟა გვანცელაძე, ჯიმშერ ნატრიაშვილი, აკაკი სალაყაია, ვალერი ჯგერენაია, ფეხბურთში – ნუგზარ დემურია. ასევე სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრეს მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორებმა – ტაიკვანტო და ბუდოკარატეში - გიორგი ჩანგელიამ ; კონტაქტურ კარატეში - რატი წითელაძემ; სამბოში ირაკლი მერკვილაძემ და ლევან ჩუბინიძემ კიოკუშინკაი კარატეში - გია გვენეტაძემ, ძიუდოში - ზაქრო ფოლადაშვილმა, კონსტანტინე მუკვანმა, გიორგი დუღაშვილმა, ბექა ბიქოშვილმა, ლევან ნოზაძემ. მკლავჭიდში - გიორგი ტაბიძემ, საქართველოს 14-გზის რეკორდსმენმა წოლჭიმში, სამჭიდში, ამოწევაში, საქართველოს 21-გზის ჩემპიონმა ძალისმიერ სამჭიდში, ევროპის ჩემპიონმა ძალისმიერ ექსტრიმში, მსოფლიოს რეკორდსმენმა ძალისმიერ სამჭიდში, მადრიდის გრამ პრის ჩემპიონმა ძალისმიერ ექსტრიმში, მსოფლიო თასის ჩემპიონმა და ვარშავის ექსპოს პრიზიორმა ჭაბუკა ჭიღლაძემ,  რომელმაც ასევე შეასრულა ექსტრემალური ნომერი და შეძლო დაეჭირა მოძრაობაში მყოფი საპირისპირო მხარეს მდგომი BMჭ-მარკის 2 ავტომობილი, რომელთა თითოეულის წონა შეადგენდა 500-500 ცხენის ძალას. ამ ნომრის შერულებით იგი გახდა გინესის რეკორდსმენი.

ამჟამად სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობენ მსოფლიო ჩემპიონები ძალისმიერ სამჭიდში - გიგა კოპალეიშვილი , პავლე ლაღაძიშვილი, ბექა მახათაძე, გიორგი მეტივიშვილი, ზურაბ დოლაბერიძე და ნანა სხილაძე. 

საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ,,უნივერსიადების’’ შედეგები : ,,უნივერსიადა 2010’’ - 3 ოქრო, 9 ვერცხლი, 14 ბრინჯაოს მედალი. ,,უნივერსიადა 2011’’ - 5 ოქრო, 7 ვერცხლი, 8 ბრინჯაოს მედალი. ,,უნივერსიადა 2012’’ - 7 ოქრო, 7 ვერცხლი, 22 ბრინჯაოს მედალი. ,,უნივერსიადა 2013’’ -5ოქრო, 8 ვერცხლი, 6 ბრინჯაოს მედალი. ,,უნივერსიადა 2014’’ - 4 ოქრო, 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაოს მედალი. ,,უნივერსიადა 2015’’ - - 5 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაოს მედალი. ,,უნივერსიადა 2016’’ - 5 ოქრო, 7 ვერცხლი, 8 ბრინჯაოს მედალი. ,,უნივერსიადა 2017’’ - 3 ოქრო, 8 ვერცხლი, 8 ბრინჯაოს მედალი. 

,,უნივერსიადა 2018’’  - 5 ოქროს 7 ვერცხლის  და 6 ბრინჯაოს  მედალი. 45 აკრედიტირებულ უმაღლესი სასწავლებლებს შორის დაიკავა III საპრიზო ადგილი და უკან ჩამოიტოვეს ისეთი უმაღლესი სასწავლებლები, როგორიცაა ს.ტ.უ., თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი და სხვები ...

სპორტის ცენტრში მოქმედებს საექიმო კაბინეტი, რომელიც ემსახურება სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებს და სტუდენტებს.  ყოველწლიურად საექიმო კაბინეტის მომსახურეობით სარგებლობს 450 -ზე მეტი ადამიანი.