აკადემიური განვითარების ცენტრი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური განვითარების ცენტრი შექმნილია ტემპუსის პროექტის „დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროგაერთიანების აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ მხარდაჭერით 2012 წლის ოქტომბერში.

ცენტრის მიზანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  პერსონალის გადამზადება სწავლების, სწავლისა და შეფასების მეთოდოლოგიაში და მართვის თანამედროვე მეთოდებში, რაც  უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადენს. ამ მიზნით ცენტრში ტარდება ვორქშოპები, სემინარები, პრეზენტაციები წინასწარ შემუშავებული მოდულების შესაბამისად. აღნიშნული ღონისძიებები ტარდება ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სტუდენტების სწავლებაში და თავის დარგში აღიარებული პროფესიონალები არიან. პერიოდულად ვორქშოპებს და სემინარებს ატარებენ უცხოელი ექსპერტები სამედიცინო განათლების სფეროში.

 ტრენინგები ტარდება შემდეგ მოდულებში:

2017 წლის დეკემბერში უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურების ხელმძღვანელებისთვის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიაში.

2021 წლის  მაის-ივნისში  აკადემიური განვითარების ცენტრში  დეპარტამენტის ხელმძღვანელებისთვის ჩატარდა ტრენინგი „სწავლების, სწავლისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები დიპლომამდელ სამედიცინო განათლებაში”.