ჩინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ჯი იანჩი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

მიმდინარე წლის 17 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: ჩინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ჯი იანჩი, ატაშეები: ქალბატონი  დიუ იკუნი და ბატონი სუნ ვონ ბინი. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია.

ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ დაათვალიერა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციების ცენტრი და პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დარჩა: „საერთოდ, სამედიცინო სფერო საქართველოში ნამდვილად დიდი ინტერესის საგანია ჩემთვის, რადგან ვიცნობ ქართველ ექიმებს, რომლებიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ უცხოეთში“, - აღნიშნა მან.  ასევე, მან ისაუბრა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე.