უცხოური ენების სასწავლო ცენტრი

საქართველოს სწრაფვამ ევროპისაკენ მნიშვნელოვნად განაპირობა ინტერესი ევროპისა და ევროპული ენების მიმართ. 

ჩვენი მიზანი სწორედ რომ  უცხოური ენების სწავლების ხელშეწყობაა. უცხოური ენების ცოდნა ახალგაზრდებს სამომავლოდ გზას გაუკაფავს მათ პროფესიულ საქმიანობაში, რითიც ისინი კონკურენტუნარიანები იქნებიან არა მხოლოდ საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთ.

ინსტიტუციის მიზანია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოში უცხოური ენებისადმი ინტერესის გაღვიძებასა და ენების სწავლა-სწავლების ინტენსივირებისთვის, რაც ასევე ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და კონტაქტების დამყარებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სტუდენტების გაცვლას.

უცხოური ენების ცენტრში მოქმედი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ყოველწლიურად ათობით სტუდენტი გადის პრქტიკებს გერმანიასა და ავსტრიაში, რითიც მათ ბუნებრივ გარემოში ენის გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ.

უცხოური ენების ცენტრს გავლილი აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია. (European Association centers and institutions (AKS)  ცენტრში არსებული უცხოური ენის კურსები ითვალისწინებს უცხოურ ენაში ცოდნის გაღრმავებას ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი დონეების მიხედვით. იგი აწვდის მასალებს უცხოენოვანი ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის, ყოველდღიური რეალიების, ღირებულებების, ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, სოციო-კულტურული თავისებურებების შესახებ.

იგი სთავაზობს ინგლისურ და გერმანულ ენებში ცალკეული სამეტყველო უნარ-ჩვევების განმავითარებელ ენობრივი კომპეტენციის ასამაღლებელ სხვადასხვა მოდულს, რაც სასურველი მიმართულებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.

უცხოური ენების ცენტრში მოქმედებს დარგობრივი პროგრამები. ჩვენს ცენტრში გაგიწევთ ასევე დახმარებას თუ თქვენ სურვილი გაქვთ გერმანიის უნივერსიტეტში გააგრძელოთ სწავლა, გაიაროთ ინგლისური ან გერმანული ენის კურსი ან აიღოთ საერთაშორისო სერტიფიკატი.

უცხოური ენების ინტენსიური სწავლების ფასიან კურსებზე როგორც ზოგად ინგლისურ და გერმანულ ენებს, ასევე დარგობრივ სამედიცინო ენასა და ტერმინოლოგიას ასწავლიან მაღალკვალიფიციური მასწავლებლები. მსმენელთა ჯგუფები მცირერიცხოვანია. კურსებზე მიიღებიან როგორც სტუდენტები, ისე ექიმები და სხვა დაინტერესებული პირები. სწავლებისას გამოიყენება თანამედროვე სასწავლო მასალები; ცენტრი აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით, სადაც მეცადინეობები ტარდება უახლესი კომპიუტერული პროგრამებით, როგორც მასწავლებლების ზედამხედველობით, ისე დამოუკიდებლად. კურსის დასასრულს გაიცემა ევროპული ენების სწავლების ერთიანი ჩარჩო-პროგრამის შესაბამისი დონის (A1,A2,B1,B2,C1) სერტიფიკატები. 
თურქული ენის უფასო კურსები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

უცხოური ენების ცენტრის თანამშრომლები მუდმივად გადიან ტრენინგებს, მონაწილეობენ კონფერენციებში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგერეთ, მათი საქმიანობა მუდმივად იყო  და არის მიმართული სასწავლო პროცესის დახვეწისკენ, სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოების, ლექსიკონების და მეთოდური მასალების შემუშავებისკენ. ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები ინგლისურსა (English for Medical Professions) და გერმანულ (Deutsch fur Mediziner) ენებში, წარმატებით გამოიყენება სასწავლო პროცესში.