დარგობრივი სამედიცინო კურსები

კურსის მიზანია დარგობრივი ინტერესების გათვალისწინებით მისცეს კურსის მონაწილეებს პროფესიულ სამედიცინო სფეროში წარმატებული კომუნიკაციის შესაძლებლობა, დარგობრივი ლექსიკური მარაგი, განუვითაროს მათ ინგლისურ და გერმანულ ენებზე სწორად და თავისუფლად პროფესიული ტექსტის აღქმა-გაგების და პროფესიულ თემებზე მეტყველების უნარი.

კურსი ითვალისწინებს აგრეთვე ენის შემსწავლელთა პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა აქტუალურ პრობლემატურ საკითხებზე დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულსა თუ სხვა სფეროებში ენის პრაქტიკულ გამოყენებას.

კურსი მოიცავს ოთხივე ენობრივი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევის (ზეპირმეტყველება, მოსმენა, კითხვა, წერა) დაუფლებას და ტერმინოლოგიის სწავლებას.
კურსები აგებულია ენის სწავლების ახლებური და თანამედროვე მეთოდებით, ვიდეო და აუდიო მასალებით.