საერთაშორისო კონტაქტები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის „UniMan” თანამშრომლობის შედეგად და უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და პროფესორ ბიძინა ზურაშვილის ძალისხმევით 2012 წლიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე  ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა  „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“, ხოლო 2015 წელს შემუშავდა  ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტი და ჯანდაცვის პოლიტიკა“, 2016 წელს - აკრედიტაცია მიიღო  იმავე პროგრამამ  ქართულენოვანი სწავლებით.

თურქეთის მხარესთან, კერძოდ, თურქეთის კავკას უნივერსიტეტთან, დადებულია ხელშეკრულება, რომელიც ეხება პროფესორ-მასწავლებელთა  გაცვლით პროგრამას „Mevlana“. 2015 წლის 26 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით ამ პროგრამის ფარგლებში კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა შ. ზარნაძემ წაიკითხა ლექციები საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე 24 საათის მოცულობით.

„Erasmus Mundus” -ის ფარგლებში ჩესტერის უნივერსიტეტში 2015 წლის მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ჩასატარებლად მივლინებულ იქნა დოქტორანტი ჯილდა ჭეიშვილი, რომელმაც 2018 წლის იანვარში წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა აკადემიური დოქტორის ხარისხი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

2015 წლის 31 აგვისტოდან 11 სექტემბერს ჰამბურგის უნივერსიტეტში ორგანიზებულ „ზაფხულის სკოლის“ მუშაობაში, რომელიც ეხებოდა ადიქტოლოგიის პრობლემებს, მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკის და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან ბარამიძემ  და ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ზარნაძემ. შემდგომში პროფ. ლ. ბარამიძისა და დეპარტამენტის თანამშრომლების ძალისხმევით, TEMPUS-ის  პროგრამის ფარგლებში, მათ დეპარტამენტში,  დაინერგა  ადიქტოლოგიის საკითხების სწავლება. 

გაფორმებულია მემორანდუმი ვუჰანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლასთან (ჩინეთი), რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას, კერძოდ, სტუდენტებისა და პედაგოგების ხანმოკლე სტაჟირებას, ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით აქტივობას და პუბლიკაციებს, კოლაბორაციული აქტივობებს.

ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტთან 2012 წლის დეკემბერში გაფორმდა ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითავლისწინებს კონტაქტებს როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო ხაზით. ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველწლიურად ბაკურიანში ტარდება საერთაშორისო სკოლა-სემინარი, სადაც აქტიურად მონაწილეობენ როგორც თსსუ-ის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამების სტუდენტები, ასევე ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტიდან პროფესორები და სტუდენტები. ანალოგიური შეხვედრები იმართება სომხეთის ქალაქ ჯერმუკში, ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციაზე.

ბერგენის უნივესიტეტთან 2008 წელს დადებულია ხელშეკრულება, რომელიც ურთიერთშეთანხმებით, ყოველ ხუთ წელიწადში ავტომატურად განახლებადია და ითვალისწინებს ორივე მხარის თანამშრომლობას როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო სფეროში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლა  არის ევროპის ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლების ასოციაციის  (ASPHER) სრულუფლებიანი წევრი  2017 წლიდან.