ქართული ენის ცენტრი







 დარეჯან კუხიანიძე
 ცენტრის ხელმძღვანელი,
 ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი









ქართული ენის ცენტრი

2006 წელს, სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით, დაარსდა ჩვენი ცენტრი, რომლის თავდაპირველი დასახელება, საბჭოს გადაწყვეტილებით, იყო – „ ქართული სამედიცინო და ფარმაცევტული ტერმინოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ცენტრი“.  ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დარეჯან კუხიანიძე. 

მოგვიანებით, ახალი საგნის –„აკადემიური წერის“ შემოღების შემდეგ ცენტრს შეეცვალა სახელი და დაერქვა: „ქართული ენის ცენტრი.“ 

ცენტრში ვასწავლით:
1. აკადემიურ წერას, როგორც ძირითად საგანს, ყველა ფაკულტეტის პირველ კურსზე ერთი სემესტრის განმავლობაში;
2. ქართულ ენას, როგორც სახელმწიფო ენას, უცხოელ (ინგლისურენოვან და რუსულენოვან) სტუდენტებს;
3. ქართულ ენას ეროვნულ უმცირესობებს – სომხებსა და აზერბაიჯანელებს – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ორი სემესტრი.