ძირითადი ინფორმაცია


2009 წლის 1 დეკემბრიდან მუშაობას შეუდგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც არის უნივერსიტეტის ქვემდებარე, თვითდაფინანსების პრინციპით მომუშავე, აკრედიტებული და ლიცენზირებული, მონოპროფილური, არასტაციონარული ტიპის, სამედიცინო (სამკურნალო – პროფილაქტიკური) დაწესებულება, რომლის ბაზაზეც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უახლესი, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის მიერ ხორციელდება მოსახლეობის (როგორც მოზრდილების, ასევე ბავშვთა) სრულმასშტაბიანი, სპეციალიზირებული (თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული და ორთოდონტული) სტომატოლოგიური დახმარება, აგრეთვე პედაგოგიური და სამეცნიერო – კვლევითი პროცესი. 

კლინიკაში მიმდინარეობს თერაპიული, ქირურგიული, ორთოდონტიული  და ორთოპედიული სტომატოლოგიური და   რენტგენოლოგიური  (დენტალური  ვიზიორენტგენოგრაფია) მომსახურება.

კლინიკის დირექტორი - სოფიო ჭინჭარაძე