სტუდენტთა მე-80 სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია - კვლევები კლინიკური მედიცინაში

2018 წლის 1 ივნისს თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებამ ჩაატარა ტრადიციული „სტუდენტთა მე-80 სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია - კვლევები კლინიკური მედიცინაში“. 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შესარჩევ ღონისძიებაზე გამარჯვებული თემები. კონფერენციაში  მონაწილეობდნენ როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტები და რეზიდენტები. კონფერენციაზე წარდგენილი იყო 9 მოხსენებითი ნაშრომი, ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

სტუდენტთა ნაშრომებს შესაბამისი კრიტერიუმებით აფასებდნენ ჟიურის წევრები: თსსუ-ის სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი გიორგი ათათია, ექიმი კარდიოლოგი გიორგი ფოჩხუა, თსსუ-ის ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჩიკვილაძე და თსსუ-ის მოწვეული მასწავლებელი ლონდა რუხაძე. მათი შეფასების მიხედვით გამოვლინდა 3 გამარჯვებული ორიგინალური კვლევა, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატებით: კესო ნაჭყებია, მარიამ ჩხიკვაძე, მარიამ ქალებაშვილი; მარიამ ჩაბრავა, ელენე ნემსაძე; ლალიკა ესებუა. 

ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტურ თვითმმართველობას, მოწვეული ჟიურის წევრებს, თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტსა და მის დეკანს პროფესორ დალი ბერაშვილს. მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას. 

საზოგადოების პრეზიდენტსა და ფარმაციის დეკანს შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებისა და გააქტიურების შესახებ