საერთაშორისო კოლეჯის ICD ევროპული სექციის 63-ე კონფერენცია

21-25 ივნისს ქ. ჟენევაში სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის ICD ევროპული სექციის 63-ე კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციას ესწრებოდნენ თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი ლია სანოძე და ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე.

დელეგაცია კონფერენციაზე პოსტერული მოხსენებით "Minimally Invasive Dentistry – Achieving Excellence in Contemporary Dental Practice" წარსდგა, რამაც დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციაზე ძირითადი აქცენტები კბილთა ადჰეზიურ რესტავრაციებზე და მინიმალურად ინვაზიური ტექნიკის დანერგვაზე გაკეთდა. მინიმალურად ინვაზიური სტომატოლოგია ოდონტოლოგიის დეპარტამენტის და აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის კლინიკურ საქმიანობაში დანერგილი მიდგომაცაა. სწორედ ამიტომ კონგრესზე წარმოდგენილი ახალი კონცეფციები გამოყენებული და დანერგილი იქნება, როგორც სტუდენტთა კლინიკურ აქტივობებში, ასევე ექიმთა კლინიკურ საქმიანობაში.