შეხვედრა პროგრამულ აკრედიტაციასთან დაკავშირებით

23 ივლისს თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა პროგრამული აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ფაკულტეტების დეკანებს და პროგრამების კოორდინატორებს, თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია,  ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირინე კვაჭაძე, სამედიცინო განათლების, კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია  და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი  შეხვდნენ. მათ წარადგინეს  მოხსენებები აკრედიტაციის პროცესისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. აუდიტორიას გააცნეს  უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისთვის შემუშავებული აკრედიტაციის ახალი სტანდარტები.

მოხსენებები გაკეთდა ასევე,  მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლების და დიპლომირებული მედიკოსის ინტეგრირებული კურიკულუმის პროექტის შესახებ. შეხვედრამ ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა, აკადემიურმა პერსონალმა გამოთქვა მზადყოფნა მუშაობაში ჩართვისთვის. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთსაფეხურიანი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების რეაკრედიტაციას,   ახალი სტანდარტების შესაბამისად, 2019 წლიდან დაიწყებს.