თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი საბერძნეთში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული  სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი, (ხელმძღვანელი  ბატონი ბადრი მაჭავარიანი) გასტროლით საბერძნეთში იმყოფება, რომლის ფარგლებში ანსამბლმა გამართა რამდენიმე კონცერტი და მონაწილეობა მიიღო  ქალაქ სერესში გამართულ ფოლკლორულ ფესტივალში. 

თსსუ-ის სტუდენტების გამოსვლამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. საბერძნეთის ნაციონალურ რადიოში გავიდა  ინფორმაცია ქართველ სტუდენტებზე, რომელსაც ანსამბლის წარმომადგენელის, თსსუ-ის სტუდენტის  ბელა ნიშნიანიძის ინტერვიუ ერთვოდა. 

ფესტივალის მიმდინარეობისას თსსუ-ის სტუდენტებს თბილი შეხვედრა მოუწყვეს ქ. სერესის  ჰოსპიტალის წარმომადგენლებმა,  სტუდენტებმა  დაათვალიერეს ჰოსპიტალის სხვადასხვა განყოფილება და ლაბორატორია.  აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ორგანიზატორი ცნობილი ფოლკლორისტი, პროფესიით  კარდიოლოგი  ბატონი გიორგიო კუტსაკისია.