მთავარი



ცენტრის დირექტორი, მედიცინის დოქტორი,
გრიგოლ სულაბერიძე (CV) 


თსსუ-ის მოსამზადებელი ცენტრი ფუნქციობს 2005 წლიდან და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და ცენტრის დებულებით.

ცენტრის ძირითადი მიზანი და ამოცანებია:

1.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საგამოცდო საგნებში მოსამზადებელი პირისათვის (აბიტურიენტისათვის) სრულფასოვანი ცოდნის მიცემა, მომზადება საატესტატო, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და მომავალი სტუდენტების საუნივერსიტეტო სწავლებასთან ადაპტაციის უზრუნველყოფა. მსმენელის სურვილით, მისი ან მშობლის (მეურვის) მიერ საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით, სწავლების სათანადო საფასურის გადახდის საფუძველზე;

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის ზოგად უნარებში მსმენელთა მომზადება;

მოსამზადებელ ცენტრში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება და მომზადება თსსუ-ის უცხოურენოვან სექტორზე სწავლის გასაგრძელებლად.


2005 წლიდან დღემდე ცენტრმა მოამზადა 2000-ზე მეტი მსმენელი, რომლებიც ამჟამად სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მათი უმეტესობა (95%) კი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებზე, ქართულ და უცხოურენოვან სექტორებზე.



ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომლებია:

ცენტრში ხელშეკრულებით მოწვეულია, აგრეთვე, თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა დისციპლინების შესაბამისი მაღალკვალიფიციური პედაგოგები პერსონალი (სულ 24 პედაგოგი).

ცენტრში მსმენელთა (აბიტურიენტთა) მომზადება ხდება შემდეგ საგნებში: 

სავალდებულო სამი საგანი:
1. ქართული ენა და ლიტერატურა
2. ზოგადი უნარები 
3. უცხო ენა (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული)


არჩევითი საგნები:
1. ბიოლოგია
2. ქიმია
3. ფიზიკა
4. მათემატიკა 
5. გეოგრაფია 
6. ისტორია
7. ქართული ლიტერატურა
8. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
9. სამოქალაქო განათლება

აბიტურიენტთათვის თითოეული საგნის ღირებულება შეადგენს 700 ლარს.

ასევე მიმდინარეობს მომზადება სასკოლო საატესტატო გამოცდებისთვის.

CAT-ის (საატესტატო) 16 კვირიან პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენს:

პაკეტი ა: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია – 800 ლარი;

პაკეტი ბ: ქართული ენა, მათემატიკა, უცხო ენა, ისტორია – 800 ლარი.

CAT-ის (საატესტატო) 30 კვირიან პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენს:

პაკეტი ა: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია – 1200 ლარი;

პაკეტი ბ: ქართული ენა, მათემატიკა, უცხო ენა, ისტორია – 1200 ლარი.

მსმენელის სურვილის შესაბამისად შესაძლებელია CAT-ის (საატესტატო) მოსამზადებელ პროგრამაზე პაკეტებიდან საგნების არჩევაც.

ცენტრში სწავლება მიმდინარეობს ქართულ და უცხოურ ენაზე.

მოსამზადებელი პროგრამა

პროგრამის კურიკულუმი:

მეცადინეობის პერიოდი – ოქტომბრიდან მომავალი წლის ივნისის ბოლომდე (36 სასწავლო კვირა).

მაგისტრების და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება დამატებით, მათ მიერ არჩეული მოსამზადებელი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით.

მეცადინეობის სიხშირე: კვირაში 6 დღე.

მეცადინეობის რაოდენობა: დღეში 2-3 მეცადინეობა.

მეცადინეობის ხანგრძლივობა: 1 მეცადინეობა - 1,5 ასტრონომიული სთ. 

მეცადინეობები ტარდება 2 ცვლად: I ცვლა - 09:00-13:50; II ცვლა - 14:00-18:50.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი პროგრამის აღწერა: 



1. ცხრა თვის განმავლობაში მომზადების ცენტრის მსმენელები ეუფლებიან საშუალო სკოლის პროგრამას და ემზადებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის.

2. სწავლის პერიოდში მომზადების ცენტრის მსმენელებს თითოეულ საგანში უტარდებათ 6 შუალედური ჩათვლა და ერთიან ეროვნულ გამოცდებთან მიახლოებული დამამთავრებელი გამოცდა.

3. ყოველი თემის გავლის შემდეგ მსმენელები თითოეულ საგანში წერენ საკონტროლოს განვლილ მასალაზე.

4. ყოველი ჩათვლის წინ რამდენიმე მეცადინეობა ეთმობა განვლილი მასალის გამეორებას, ხოლო ჩათვლის შემდგომ მეცადინეობაზე ტარდება დაშვებული შეცდომების ანალიზი და გასწორება.

საგნების აღწერა:

მათემატიკა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამას, თეორიულ მასალაზე დაყრდნობით სწავლობენ მაგალითების, ლოგიკური ამოცანების, სავარჯიშოების ამოხსნას. (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა „მათემატიკაში“ 2017 წ) 

ზოგადი უნარები – ცენტრის მსმენელები ვარჯიშობენ ლოგიკურ აზროვნებაში, ბლიც-ტესტებში, უტარდებათ ტრენინგები, ინტელექტუალური თამაშები და სხვ. (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა \"ზოგადი უნარები‘’ 2017 წ) 

ინგლისური ენა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან შესაბამის ენას (ლექსიკა, გრამატიკა, კითხვითი და სმენითი უნარ-ჩვევები). (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა \"ინგლისური ენა\" 2017 წ). 

გერმანული ენა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან შესაბამის ენას (ლექსიკა, გრამატიკა, კითხვითი და სმენითი უნარ-ჩვევები). (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა \"გერმანული ენა 2017 წ\"). 

ფრანგული ენა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან შესაბამის ენას (ლექსიკა, გრამატიკა, კითხვითი და სმენითი უნარ-ჩვევები). (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა \"ფრანგული ენა\" 2017წ). 

რუსული ენა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამის შესაბამის მასალას. (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა \"რუსული ენა \" 2017 წ). 

ქართული ენა და ლიტერატურა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან გრამატიკისა და პრაქტიკული სტილისტიკის აქტუალურ საკითხებს, რათა სათქმელი თანმიმდევრულად, ნათლად, ზუსტად და სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით გადმოსცენ. (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა \"ქართული ენა და ლიტერატურა \" 2017 წ)

ბიოლოგია – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამის შესაბამის თეორიულ მასალას და პრაქტიკულ ჩვევებს ბიოლოგიაში. (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა \"ბიოლოგია\" 2017 წ). 

ქიმია – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამის შესაბამის თეორიულ მასალას და პრაქტიკულ ჩვევებს ქიმიაში. (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა \"ქიმია\" 2017 წ).

ფიზიკა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამის შესაბამის თეორიულ მასალას და პრაქტიკულ ჩვევებს ფიზიკაში. (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა \"ფიზიკა\" 2017 წ). 

ისტორია – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამის შესაბამის მასალას ისტორიაში. (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა \"ისტორია\" 2017 წ). 

გეოგრაფია – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამის შესაბამის მასალას გეოგრაფიაში. (იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა \" გეოგრაფია \" 2017 წ). 



აკადემიური შინაგანაწესი:

• აკადემიურ ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობაა: 6 მსმენელი.
• სწავლის პერიოდში მსმენელებს თითოეულ საგანში ჩაუტარდებათ ჩათვლები. ქართულ ენასა და ზოგად უნარებში პერიოდულად ნიშნიანი საკონტროლო წერები. ჩათვლისა და საკონტროლო წერების გრაფიკი გამოქვეყნდება წინასწარ.
• ცენტრის ყველა მსმენელს, მის მშობელს (მეურვეს) და მომზადების ცენტრის დირექტორს შორის სწავლის დაწყებამდე იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება ორივე მხარის უფლებები და მოვალეობები.
• დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია ხელშეკრულებაში.

მოსამზადებელ ცენტრში მიიღებიან:

საშუალო სკოლის XI, XII კლასის მოსწავლეები და საშუალო სკოლადამთავრებული აბიტურიენტები;
პირები, რომელთაც აქვთ მიღებული საშუალო სკოლის შესაბამისი განათლება;
უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც აქვთ მიღებული სრული საშუალო განათლება;


მაგისტრანტობის მსურველები

მსმენელთა (საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების) საბუთების მიღება წარმოებს სექტემბრიდან, ერთიანი სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ პროგრამებზე - ოქტომბრიდან. 


ჩარიცხვა:


დოკუმენტები: 


ფინანსები: 

მოსამზადებელ ცენტრში სწავლა ფასიანია. სწავლის ღირებულებას განსაზღვრავს ცენტრი.
საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით მოსამზადებელ ცენტრში დადგენილია სწავლების ოპტიმალური გადასახადი. 

ერთობლივი ძალისხმევითა და მონდომებით გისურვებთ წარმატებებს მომავალ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების ურთულეს და საინტერესო გზაზე. 


პატივისცემით, ცენტრის დირექტორი,
ასოცირებული პროფესორი გრიგოლ სულაბერიძე