მედიცინის ფაკულტეტის დეკანის შეხვედრა პირველსემესტრელებთან

2018 წლის 2 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი შეხვდა დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს და ხსენებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

დეკანმა დაწვრილებით ისაუბრა შემდეგი საკითების შესახებ:

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი

სტუდენტის უფლებები

სტუდენტის ვალდებულებები

სტუდენტთა სემესტრული რეგისტრაცია

ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე გადაყვანა

სტუდენტის სტატუსის შეჩერება

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა 

სტუდენტის სასწავლო საქმიანობა

შეფასების კრიტერიუმები

სტუდენტური სტიპენდია 


პროფესორი თინათინ ჩიქოვანის თქმით, თსსუ-ის მიზანია აღზარდოს კონკურენტუნარიანი და სათანადო კომპეტენციის მქონე კვალიფიციური ექიმები, რომლებიც მზად იქნებიან დიპლომისშემდგომი განათლებისა და სპეციალური მზადებისათვის. ასევე მოამზადოს სამედიცინო კადრი ქვეყნისა დ ა საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნილებათა შესაბამისად.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დამატებითი ინფორმაცია შეკითვების დასმით მიეღოთ.

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელმა, ანა კაკაბაძემ კი დამსწრეებს თვითმმართველობის საქმიანობისა და მათი მხრიდან სტუდენტისთვის სოციალური დახმარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.