სისხლის უანგარო დონაციის აქცია თსსუ-ში

2018 წლის 11 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონორთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი "სტუდენტები სტუდენტებისათვის", მათი სლოგანი კი იყო ,,გაიღე სისხლი _ შენთვის წვეთი სხვისთვის სიცოცხლეა!”

11 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ნაციონალური სისხლის ბაკნის 2 ბრიგადა გამოცხადდა. მთლიანობაში 55 ადამიანმა გაიღო სისხლი. დონორთა უმეტესობას თსსუ-ის სტუდენტები წარმოადგენდნენ. სისხლი ასევე ჩააბარეს თსსუ-ის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.

ორგანიზატორთა მთავარი მიზანი იყო სისხლის ჩაბარების მნიშვნელობის ხაზგასმა და უანგარო დონაციის პოპულარიზაცია.

იხილეთ სიახლე IPN-ზე

იხილეთ ტელეკომპანია "ერთსულოვნების" სიუჟეტი