კონფერენცია - “ელექტრონული ჯანდაცვა- ძილის დარღვევებისა და ეპილეფსიის მართვის პერსპექტივები”

2018 წლის 26 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში,  ჩატარდა კონფერენცია - ,,ელექტრონული ჯანდაცვა - ძილის დარღვევებისა და ეპილეფსიის მართვის პერსპექტივები“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ  ნევროლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ჯანდაცვის ორგანიზაციის სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა და სტუმრებს მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. მისასალმებელი სიტყვით, ასევე,  გამოვიდნენ ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების ცენტრის ხელმძღვანელი,  თსსუ-ის პროფესორი ნათელა ოკუჯავა და ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის პროფესორი ჟან ვილემ ბარძილაი. 

პირველი პრეზენტაცია წარადგინა   ქალბატონმა  ნათელა ოკუჯავამ, თემით :  “ინსომნიის ელექტრონული კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია და ელექტროენცეფალოგრამის ავტომატური დამუშავება - სად ვართ და საით მივდივართ”,  ამასთანავე მან წარმოადგინა ინსომნიის ელექტრონული კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის პირველი ქართული პროგრამის პრეზენტაცია. 

კონფერენციაზე ასევე მოხსენებებით წარსდგნენ დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები: 

“ეპილეფსიის მართვის თანამედროვე პრინციპები”- პროფესორი მარტინ ბროდი, ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელი (დიდი ბრიტანეთი);

“ელექტრონული ტექნოლოგიები კლინიკურ ფსიქოლოგიაში”- პროფესორი ანემიკე ვან შტრატენ, კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი (ჰოლანდია); 

“ძილის დარღვევები და მათი მართვის პრინციპები”- პროფესორი ალ დე ვერდი, ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტი (ჰოლანდია);  

“ENCEVIS - გულყრებისა და ეეგ პატერნების ავტომატური დეტექციის ინოვაციური პროგრამა”- პროფესორი ტილმან კლუგე, ვენის მაღალი ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ავსტრია);

“ENCEVIS - ჩვენი გამოცდილება”-ალექსანდრე წერეთელი, ს.ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების ცენტრი (საქართველო).

ღონისძიების დასასრულს მოწვეულ სტუმრებსა და აუდიტორიას შორის გაიმართა დისკუსია. 

იხილეთ ინტერპრესნიუსის ბმული