თბილისის სახელმწიფო სამედიცინოუნივერსიტეტსა და კარდიფ მეტროპოლიტენის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობა Erasmus+ პროექტის ფარგლებში

2018 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, დიდი ბრიტანეთიდან ERASMUS+ის პროგრამის ფარგლებში ეწვია კარდიფ მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის პროფერი დევიდ გრინსლეიდი.  English Language Teaching Centre (ELTC)–ის  ექსპერტის ვიზიტმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრში საფუძველი ჩაუყარა  ბრიტანეთის ცნობილი უნივერსიტეტის თანამშრომლობას  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრთან.

ვიზიტის ფარგლებში ბრიტანელი პროფესორი დევიდ გრინსლეიდი შეხვდა თსსუ-ის უცხოური ენების აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და უცხოური ენების ცენტრის დირექტორს პროფესორ ნინო აბრალავასა და ინგლისური პროგრამის ხემძღვანელს პროფესორ მაკა ტატიშვილს. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობიs სპერსპექტივები და უახლოესი გეგმები.

ბრიტანელმა პროფესორმა ცენტრის ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩაატარა ტრენინგი– „Staff Development , PPPs (present practice produce)“, რომელიც  დარგობრივი უცხოური ენების სწავლებისას წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავების მეთოდებს შეეხებოდა. ბატონმა დევიდმა 24-25 ოქტომბერს უცხოური ენების ცენტრში ჩაატარა ასევე სემინარი და პრაქტიკული მეცადინეობა აკადემიურ წერაში თსსუ-ის სტუდენტებისთვის 1.Language teaching skills lesson Listening;  2. Academic writing and writing for publication. სემინარი მიეძღვნა დარგობრივი უცხოური ენების სწავლისას მოსმენის უნარ-ჩვევების გამომუშავების მეთოდებს.

პროფესორი დევიდ გრინსლეიდი შეხვდა ასევე თსსუ-ის ვიცე რექტორს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს, რექტორის აპარატის უფროსს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს ირინა კაპეტივაძეს, და ერაზმუს + ინსტიტუციურ კოორდინატორს მედიცინის აკადემიურ დოქტორს ნინო კანდელაკს. ამ შეხვედრების დროს გამოიკვეთა  ერზამუს +-ის  პროგრამის ფარგლებში ახალი ერთობლივი საპროექტო განაცხადის შეტანის აუცილებლობა და  ძირითადი თემატიკა, მათ შორის ხაზი გაესვა უცხოური ენების ცენტრების ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობისა და გაღრმავების მნიშვნელობას. ბრიტანელი ექსპერტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ინგლისური ენის სწავლების  დონის ამაღლებას, არამედ ასევე საერთაშორისო სტანდარტების უკეთ გაცნობასა და ორ ქვეყანას შორის კულტურულ თანამშრომლობას.

კარდიფმეტროპოლიტენ უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს დიდბრიტანეთში, უელსის დედაქალაქში, 2013 წლიდან თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცნო უნივერსიტეტთან- ერაზმუს მუნდუსის პროექტ „მედეას“ და ერაზმუს +  საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში. 

ბრიტანელი პროფესორის ვიზიტს წინ უძღვოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ვიცე რექტორის, პროფესორ რიმა ბერიაშვილის ოფიციალური ვიზიტი, 2016 წლის ივნისში  კარდიფის  უნივერსიტეტში. სამუშაო შეხვედრაზე  დისკუსიის შედეგად შემუშავდა თანამშრომლობის მიმართულებები და  გეგმები. იმავე წლის აგვისტოში ბრიტანულ უნივერსიტეტს ეწვივნენ  ერაზმუს + -ის კოორდინატორი  პროფესორი ნინო კანდელაკი და დოქტორანტი სტუდენტი სოფიო გოქაძე, სადაც დაზუსტდა საერთო საგრანტო პროექტის დეტალები.

თანამშრომლობა ბრიტანულ უნივერსიტეტთან  არა მხოლოდ დიდი წარმატებაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ჭრილში, არამედ ის აგრეთვე ხელს შეუწყობს მომავალი ექიმებისთვის დარგობრივი ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და დაუფლებას, ასევე სწავლების პროცესის დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან. თსსუ აქცენტს აკეთებს არსებული აკადემიური პოტენციალის გაუმჯობესებაზე,რის შესაძლებლობასაც იძლევია ორმხრივი გაცვლითი პროგრამები.