სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თბილისსა და ქუთაისში

3 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მეთერთმეტედ გაიმართა ტრადიციული, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა - XI“.

კონფერენციის ძირითადი თემა პედიატრიის აქტუალური საკითხები იყო. წლევანდელ სესიაზე წინა წლებისგან განსხვავებით საჯარო მსჯელობის საკითხი იმუნოდეფიციტები გახდა.

კონფერენციის ორგანიზატორი და თავმჯდომარე იყო მედინიცის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ყარამან ფაღავა, რომლის 70 წლისთავის აღსანიშნავად კონფერენციაზე მოეწყო ფილმის ჩვენებაც მისი მოღვაწეობის შესახებ.

ბავშვთა და მოზართა მედიცინის კონფერენციის დასკვნითი სესია 4 ნოემბერს ქუთაისში გაიმართა სახელწოდებით „I სამეცნიერო კონფერენცია პირველად იმუნოდეფიციტებზე“. სესიებს უმასპინძლა ჰოსპიტალმა “მედიქალ სიტი და ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრი”.

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორი თინათინ ჩიქოვანის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთ საქართველოს ექიმებს საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა და თავად მოუსმინონ პროფესურას. 

კონფერენცია პირველად იმუნოდეფიციტებზე ჩატარდა იმუნოდეფიციტების ევროპის ასოციაციის მხარდაჭერით.

იხილეთ სიახლე "ინტერპრესნიუსის" ვებგვერდზე