2018 წლის 6 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „თეატრალურ დარბაზში“ ჩატარდა თსსუ - ის კულტურის ცენტრთან არსებული საფორტეპიანო კლასის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ძველი, ასევე ახალი თაობის წარმომადგენლები, თსსუ -ის სტუდენტები და ხელმძღვანელი გოდერძი ჩიტაიშვილი.
კონცერტზე შესრულდა შოპენის, ბეთჰოვენის, დებიუსის, რახმანინოვის, ყანჩელის, ბზვანელის, კემულარიას და სხვა კლასიკოსი კომპოზიტორების ვოკალური და ინსტრუმენტალური ნაწარმოებები.
საღამომ დიდი წარმატებით ჩაიარა.