თსსუ-ისა და Cellmax life-ის რიგით მესამე ლექცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, Cellmax life-თან (კალიფორნია, აშშ) ერთად, აგრძელებს ლექციათა ციკლს პერსონალიზებულ ონკოლოგიაში. 

2018 წლის 22 ნოემბერს ჩატარდა მესამე  ლექცია "გასტროენტეროლოგიური კიბოს  წინასწარგანწყობა, გენეტიკური ტესტირება და ოჯახის წევრთა მენეჯმენტი".

ლექცია წაიკითხა უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რემა ღვამიჩავამ.

ლექციის მსმენელებმა თსსუ-სა და Cellmax life-ის სერტიფიკატები მიიღეს.

ლექციაზე პროფესორმა რემა ღვამიჩავამ მსხვილნაწლავისა და კუჭის კიბოს გენეტიკურ განმაპირობლელებსა და გენეტიკურ კვლევებზე ისაუბრა. ასევე განხილა მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე კვლევის მეთოლოგია.