თსსუ-ის თეატრალური დასის წარმოდგენა - სიკვდილი ღრუბლებში

2018 წლის  4 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ,,თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ნიღაბი 2018“-ის  ფარგლებში თსსუ-ის თეატრალურმა დასმა აგათა კრისტის დეტექტივის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი - ,,სიკვდილი ღრუბლებში “ წარმოადგინა.  

წარმოდგენის რეჟისორი ნათია გუჯაბიძე, მუსიკალური გამფორმებელი - ომიკო ხოფერია,  ქორეოგრაფი სოფო გოდერძიშვილი, დეკორატორი -ანრი ფაღავა, დიზაინერი - ანი მურცხვალაძე იყვნენ. სპექტაკლში მონაწილეობას იღებდნენ თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები:  

ერკიულ პუარუ – ზურა მახარაშვილი

ჯეპი (პოლიციელი) – ნიკოლოზ ყულოშვილი

მარი მორისო ჟიზელი - ირინა ბროკიშვილი

ჯეინ გრეი – ნინი ებიტაშვილი

ჯეინის მეგობარი - ნინო შინდელაშვილი

ნორმან გეილი – ნიკოლოზ დვალი

გრაფინია (ლედი სისელი) – ნანი ტატიშვილი

მოახლე (მადლენი)- თაკო ხორავა

ექიმი (ანგელა ბაუერი) – მაშო კვინიხიძე

მწერალი (კლენსი) - ლექსო ორველაშვილი

ვენეტია კერა - ანა გოგავა

ჯაკ დიუპონი (მამა)- ბექა გოგინაშვილი 

არმან დიუპონი (შვილი) - გიორგი თაბაგარი

აშვინი - ჯოელ სამ

ბორტგამცილებელი - თაკო ბოგველი

ბორტგამცილებელი - შაკო შარმიაშვილი 

ჟიზელის ადვოკატი - არჩილ შავდათუაშვილი

ჟიზელის მოახლე -ქეთი სურმანიძე 

მსაჯი - დაჩი დონღვანი

მიმტანი - ელენე შაფათავა

წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელთა თხოვნით წელს, 19 დეკემბერს კიდევ ერთხელ გაიმართება.

ფესტივალი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018-ის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია ახორციელებს.