შეხვედრა დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან

2018 წლის 7 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანატის წარმომადგენლები და  დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი შეხვდნენ დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო  პროგრამის სტუდენტებს.  

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე; მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი,  ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია; დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი დეა ვადაჭკორია; იურიდიული სამსახურის და  სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანატის წარმომადგენლები: მარიკა ცქვიტინიძე და მარიამ კანდელაკი.

შეხვედრაზე განიხილეს პროგრამაზე აკადემიური პროცესის მიმდინარეობის  და ადმინისტრირების საკითხები,   ისაუბრეს ფაკულტეტის სტრუქტურის, სასწავლო პროცესის, სტუდენტის შეფასების კრიტერიუმების, პერსონალური და პროფესიული ზრდის პერსპექტივების და სტუდენტის  უფლება-მოვალეობების შესახებ.

ღონისძიების დასასრულს, თსსუ-ის  ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უპასუხეს დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.