თსსუ-ის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

2018 წლის 26-29 ნოემბერს, თსსუ-ის დელეგაცია: ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მარინა მამალაძის, დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის, კლინიკური ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის დეა ვადაჭკორიას,  პაროდონტოლოგიისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ხატია გოგიშვილის, ამავე დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის თეა ცინცაძისა და მოწვეული პედაგოგის ნინო გოგებაშვილის შემადგენლობით, საქმიანი ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლები, ქალაქ ბიტინჰემ-ბისინგემში, კომპანია Durr Dental- ის სასწავლო ცენტრში ლექციასა და მასტერ-კლასს დაესწრნენ, რომელიც Vector- ის აპარატით პაროდონტის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობის და ამ აპარატის გამორთული მუშაობის საფუძვლებს ეძღვნებოდა.  ლექცია და მასტერ-კლასი  კომპანია Durr Dental-ის წარმომადგენლების და კლინიკური კონსულტანტების მიერ იქნა ჩატარებული. 

როგორც, თსსუ-ის წარმომადგენლები აცხადებენ,  ვიზიტი ძალიან საინტერესო და  ნაყოფიერი გამოდგა.  მასტერ-კლასის საფუძველზე, მათ მიეცემათ საშუალება Vector-ის აპარატით პაციენტთა მკურნალობის ხარისხი კიდევ უფრო განავითარონ.