საახალწლო კონცერტი თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში

2018 წლის 26 დეკემბერს, თსსუ-ის კულტურის ცენტრის ორგანიზებით თეატრალურ დარბაზში  საახალწლო კონცერტი ჩატარდა. 

ღონისძიება გახსნა სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა  „ქართული ფოლკლორი,“ ცეკვით ფარცა. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ დავით არჩვაძე და „ქართული კვარტეტი,“ თამარ არჩვაძის თსსუ-ის ვოკალური ჯგუფი, თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ვეგა,“ ტრადიციული მუსიკის ანსამბლი „დეკა“ და თსსუ-ის საფორტეპიანო კლასი. 

სტუდენტების გარდა, საზეიმო კონცერტს ესწრებოდნენ თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

კონცერტმა დიდი ანშლაგით ჩაიარა.