ევროპის რეგიონალურ ექსპერტთა შეხვედრა

2018 წლის 4-6 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს მიწვევით, ნეონატოლოგიის დარგის ექსპერტის სტატუსით თსსუ-ის პედიატრიის N1 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი ხათუნა ლომაური იმყოფებოდა ლივერპულში ევროპის რეგიონალურ ექსპერტთა შეხვედრაზე. 

შეხვედრაზე განიხილეს ევროპის რეგიონში , მათ შორის საქართველოში, პერინატალური ლეტალობის აუდიტის იმპლემენტაციის საკითხები. თრენინგის ფარგლებში განისაზღვრა შემდეგი:

რეგიონალური მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნებიდან ექსპერტთა მაგისტრი-ტრენერებად მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს პერინატალური ლეტალობის აუდიტის სისტემის ჩამოყალიბებას.

მაგისტრ-ტრენერებმა უნდა აწარმოონ გადამზადების გადამზადების პაკეტის იმპლემენტაცია პერინატალურ აუდიტის  ნაციონალურ დონეზე, მტკიცებითი მედიცინის და მულტიდისციპლინური საფუძვლების გამოყენებით;

ქვეყნის სპეციპიკის გათვალისწინებით, მაგისტრი-ტრენერების მიერ უნდა შემუშავდეს შეფასების ინსტრუმენტი;

ექსპერტი-მაგისტრები მუდმივად ჩართული იქნებიან ევროპის რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის პერინატალური სისტემის ეფექტურობის შეფასებაში, აწარმოებენ გარე აუდიტს;

აღნიშნული აქტივობა  მხარდაჭერილია როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ისე Unicef  ევროპის რეგიონალური ოფისების მიერ.

პრაქტიკული აქტივობები დაიგეგმა 2019 წლის თვიდან.