სამეცნიერო კონფერენცია-სოციოლოგია ჯანდაცვაში

საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარდა ყოველწლიური,  ტრადიციული,  სამეცნიერო კონფერენცია „სოციოლოგია ჯანდაცვაში“ .  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტების  ქართველმა და უცხოელმა პირველკურსელმა  სტუდენტებმა. 

წარმოდგენილი იქნა კვლევითი ნაშრომები  ჯანმრთლობის სხვადასხვა რისკ-ფაქტორებისა და მათი პრევენციის შესახებ.

სტუდენტების ნაშრომები შეაფასეს პროფესორ-მასწავლებლებმა და მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.