ერაზმუს+ პროექტი კვლევითი საქმიანობის მართვის მოდერნიზაციისთვის და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროკავშირის სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი   2019  წლიდან მონაწილეობას  მიიღებს  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+ 2 წლიან პროექტში  „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“. („Raising Research Capacity of Georgian  High  Education Institutions through developing of Research and Development Units”).  

პროექტის  კონსორციუმი  შედგება 17  სრული  და  3  ასოცირებული  პარტნიორისგან,  მათ  შორისაა:  სახელმწიფო  უწყებები,   საქართველოს 12  და 3 -  ევროპული უნივერსიტეტი.  პროექტის ძირითადი  მიზანია  წევრი  უნივერსიტეტების კვლევის  მართვის   მოდერნიზაცია, კვლევითი  პოტენციალისა  და  ხარისხის  გაზრდა.   აღნიშნული  მიზნის  მისაღწევად პროექტით  გათვალისწინებულია  ერთიანი  ეროვნული კვლევითი  პლატფორმის  და  ინტერნეტ-პორტალის  შექმნა,  ადმინისტრაციული  პერსონალის კვლევითი  საქმიანობის   მართვისა  და მონაცემთა  ანალიზის  დამუშავების უნარების  გაუმჯობესება.

ა.წ.  27-28  თებერვალს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში    პროექტის  ფარგლებში   პირველი  სესიები  გაიმართა. საზეიმო ცერემონიალზე  ხელი  მოეწერა  საპარტნიორო ხელშეკრულებებს,   დაიგეგმა  პირველი  წლის   განმავლობაში  განსახორციელებელი  ღონისძიებები,  მათი  ადმინისტრირებისა  და  განხორციელების  გზები.